ფილოსოფიის სისტემური კურსი

ახალი

ავტორი: ზურაბ ხასაია

ფილოსოფიის სისტემური კურსი

წინამდებარე ნაშრომი ზურაბ ხასაიას მრავალწლიანი კვლევი სა და ფიქრის შედეგია. მასში სისტემის სახითაა გადმოცემული ფილოსოფოსის ორიგინალური თვალსაზრისი სამყაროს არსისა და მასში ადამიანის ადგილის შესახებ. ამიტომ წიგნში თავს იყრის მეტაფიზიკის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, ეთიკის, სოციალური ფილოსოფიის, ისტორიის ფილოსოფიის, შემეცნების თეორიისა და ესთეტიკის საკვანძო საკითხები. ავტორი მოკლედ და არსებითად გადმოსცემს დასავლური ფილოსოფიის კლასიკოსთა ძირითად პრინციპებს და ცდილობს ყველა შემთხვევაში გამოკვეთოს თავისი ფილოსოფიური პოზიცია. ის ყოველთვის ახერხებს გაითვალისწინოს სხვადასხვა კატეგორიის მკითხველთა გემოვნება და ინტერესი, გადმოსცეს ფილოსოფიური პრობლემები საფუძვლიანად, ნათლად და ცოცხლად. ყოველივე ეს განაპირობებს ამ წიგნის ხიბლს, რაც კარგად იგრძნობა მის ყველა გვერდზე. მკითხველი გულგრილი არ დარჩება წიგნში განხილული არცერთი ფილოსოფიური პრობლემის მიმართ. 

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!